ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 189 ადამიანი გარდაიცვალა, 2249 დაინფიცირდა, ხოლო 213 განიკურნა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელ, ანჯელო ბორელიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ მომენტისთვის იტალიაში კორონავირუსით 12 839 ადამიანია ინფიცირებული, 1016 გარდაცვლილი და 1258 განკურნებული. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. შეზღუდულია გადაადგილება და გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები.
კომენტარები