იტალიაში, გასულ ღამეს კორონავირუსით ინფიცირების 2547 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 252 ფაქტი დადასტურდა.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, შაბათს საღამოსთვის კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რიცხვმა 1966-ს, გარდაცვლილების კი – 1441-ს მიაღწია.
ამ დროისთვის, საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 8372 პაციენტი, მათგან 1518 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.
კომენტარები