განკარგულება, რომელიც ლაციოს რეგიონში, ღია სივრცეში ნიღბების ტარების ვალდებულებას აწესებს, როგორც ცნობილია, 23 დეკემბრიდან ამოქმედდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი თეთრ ზონაში იმყოფება, პრევენციის მიზნით, საშობაო პერიოდში ნიღბების ღია სივრცეში ტარების ვალდებულება დაწესდება.
„როდესაც საშობაო შეკრებები იმატებს, მეტი დაცვა არის საჭირო. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთელ იტალიაში ომიკრონის ვარიანტის შემთხვევები იზრდება“ – განმარტავს ადგილობრივი ხელისუფლება
პოლიციამ დროებით დახურა Via del Corso-ს მონაკვეთი, რათა თავიდან აიცილოს ხალხმრავლობიდან გამოწვეული რისკები.
კომენტარები