მარტში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იტალია ყველა არალეგალს, რომლებიც პანდემიის დროს მათ გვერდით დადგნენ და არ მიატოვეს, მათ ისევე დააფასებს, როგორც საკუთარ მოქალაქეებს. რეგულაციების კანონპროექტის მიხედვით, ლეგალიზაციის დეკრეტი გამოვა არალეგალებისთვის.
ულტრამემარჯვენე „ლეგა ნორდის“ პარტაიგენოსე მატეო სალვინი, ყველანაირად ეწინააღმდეგება იტალიის პრემიერ-მინისტრ კონტესა და ლიბერალურ-დემოკრატიული ძალების მცდელობას ასიათასობით არალეგალი (მათ შორის, ქართველების) ემიგრანტის ლეგალიზებას.
“ლეგალიზაციის კანონი ასეულათასობით არალეგალი ემიგრანტისთვის შეურაცხყოფა იქნება იმ 5 მილიონი უკვე ლეგალიზებული ემიგრანტისთვის, რომლებიც ცხოვრობენ იტალიაში, 2 მილიონი უმუშევარი იტალიელისთვის, რომლებიც სამუშაოს ეძებენ და 200 ათასი სეზონურად მომუშავე მიგრანტისთვის, რომლებიც საზღვრების გახსნას ელიან და საბუთები წესრიგში აქვთ”, – აცხადებს იტალიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და იქვე ამბობს:
“მხოლოდ ლეგალიზაციის შესახებ სავარაუდო კანონის გამოსვლის ცნობამ გამოიწვია ის, რომ შარშანდელთან შედარებით 400%-ით გაიზარდა იტალიაში მიგრაციის მსურველთა რაოდენობა. თუ მთავრობა გააგრძელებს იგივე ხაზს, მზად ვართ, მილიონობით იტალიელის ხელმოწერა შევაგროვოთ, რათა შევაჩეროთ ეს სირცხვილი”.
გავრცელებული ინფორმაციით, წინააღმდეგიბის მიუხედავად, დეკრეტი მაინც გამოვა და იტალიაში მცხოვრები არალეგალი ემიგრანტების ლეგალიზება მოხდება.
იტალიური წყარო: https://www.affaritaliani.it/politica/migranti-salvini-milioni-di-firme-per-fermare-la-maxi-sanatoria-671696.html?fbclid=IwAR0RDmiynGNO1JkgU0xSRFeUJDhzjpBTe8eucgxyr0XxR4AgANYnrOdZoSU
კომენტარები