იტალიაში რამდენიმე დღეა დაკარგულ დედა შვილს ეძებენ. 39 წლის ანალიზა ლუჩიფეროს და მისი 9 წლის გოგონას კვალი, ორი კვირის წინ გაქრა. პოლიციას მათი გაუჩინარების შესახებ ქალის ყოფილმა ქმარმა სტეფანო ძარდინმა შეატყობინა.
წყვილი ერთმანეთს 2014 წელს დაშორდა. ორი უფროსი შვილი მამასთან დარჩა საცხოვრებლად, ხოლო უმცროსი სასამართლომ დედასთან დატოვა, მაგრამ ბოლო პერიოდში მდგომარეობა შეიცვალა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მესამე შვილიც მამასთან უნდა გადასულიყო საცხოვრებლად.
კომენტარები