იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზად, წინასწარი მონაცემებით, გულის შეტევა სახელდება.
„საკონსულო მომხდარის შესახებ საქმის კურსშია. მიღებულია ოფიციალური შეტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და მომავალ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“, – აცხადებენ უწყებაში.
ქართველი ახალგაზრდის გადაცვალების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ პრესაში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე სადეპორტო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
კომენტარები