კორონავირუსით გარდაცვლილთა და დაავადებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს, რის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნა რომ მსოფლიო მასშტაბური პანდემიის წინაშე იმყოფება, რადგან უკვე მასობრივად ვრცელდება ყველა ქვეყანაში აღნიშნული დაავადება. ოფიციალურად 93 191 ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო დაღუპულთა რიცხვი კი 3203-ს შეადგენს, 50 997 კი გამოჯანმრთელდა და მათი უდიდესი ნაწილი საავადმყოფოდან გაწერეს.
ვაშინგტონის შტატში უკვე 9 ადამიანია გარდაცვლილი, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 27-ს შეადგენს. იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე ირანში და უკვე 79-ს მიაღწია- უკანასკნელ 24 საათში 27 ადამიანი დაიღუპა. აქ დაინფიცირებულთა რიცხვი ორშაბათიდან ოთხშაბათამდე 2502-იდან 2036-მდე გაიზარდა.
ირანში ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ვირუსით ასეულობით ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა მთვრობა პანიკის პრევენციის მიზნით მალავს ამ მონაცემებს და მხოლოდ 77 გარდაცვლილზე და 2336 ინფიცირებულზე საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი კოვიდ 19-ის ვირუსს ძალზე აქტიურად ებრძვის ბოლო პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილთა 90 % ჩინეთზე მოდის, უკანასკნელი დღეების განმავლობაში შეინიშნება დაღუპულთა რაოდენობის კლება. 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილთა 125 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 31 ადამიანი კი დაიღუპა ინფექციისგან.
კომენტარები