სოციალურ ქსელში გაკეთებულ ჯგუფში – „გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში“ იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალბატონი, ლელა ტაბეშაძე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს.
“დღეს ერთი სასიამოვნო თავგადასავალი შემემთხვევა. მოგახსენებთ, რომ ვმუშაობ რომის ცენტრში, რესტორანში. თითქმის მთელი მსოფლიოდან მოდიან სტუმრები, მათ შორის – ჩვენი თანამემამულეებიც, რაც, რა თქმა უნდა, დიდ სიხარულს მანიჭებს. მხვდებიან, იტალიელები, რომლებმაც იციან – სად არის საქართველო, რომ ჩვენი ღვინო, თავის დამსახურებულ ადგილს იკავებს მსოფლიო ბაზარზე, რომ გვაქვს უმშვენიერესი ბუნება, კულტურა და ა.შ.
საღამოს შეგვიკეთეს 5 კაციანი ჯგუფისთვის მაგიდა: პირველად შემოვიდნენ იტალიელები, ორ უცხოელთან ერთად და მოგვიანებით შემოურთდათ მე-5 და ყველაზე მთავარი პერსონაჟი. მომსახურეობის დროს, ყური მოვკარი სიტყვა ხაჭაპურს. ცოტა გამიკვირდა, მერე ვკითხე, რა სიტყვა ახსენეთ-მეთქი? ხაჭაპურიო – გამიმეორეს. რატომ, შენ ქართველი ხარ??? – მკითხა ბოლოს შემოსულმა სტუმარმა, გაიშიშვლა მკლავები და მაჩვენა, ნახე რა მაწერიაო. მოკლედ, ეს ბიჭი აღმოჩნდა ჩვენზე შეყვარებული ადამი. რა თქმა უნდა, სამახსოვრო სურათის გარეშე არ გავუშვი. მოკლედ, მსოფლიო რა პატარაა – რომის რესტორანში ასეთი მოულოდნელი შეხვედრები ხდება!“ – წერს ლელა ტაბეშიძე „ფეისბუქზე“.
ლელა აქვეყნებს ადამის მკლავის მეორე ფოტოსაც, სადაც ქართულ სამზარეულოზე შეყვარებულ ბიჭს აწერია აღარ მინდა ჭაჭა.
კომენტარები