იტალიის მთავრობის თავმჯდომარეს, მარიო დგარისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა დღეს, 8 მარტს.
იტალიის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გარდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა, ისაუბრეს იტალია-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ენერგეტიკულ სფეროში.
იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს, ამიტომ ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო 28 თებერვალს ალჟირსაც ეწვია, 5 მარტს კი კატარს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას ხაზი გაესვა გაზის სამხრეთ დერეფნის და მისი კომპონენტის – ტრანსადრიატიკის მილსადენის მნიშვნელობას.
კომენტარები