ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
გუშინ რამდენიმე საინტერესო სიუჟეტი იყო, თუ როგორ იყენებს რუსეთი ე.წ. “სამხრეთ ოსეთის ბანკს” ჩრდილო კორეასთან სავაჭროდ და იარაღის საყიდლად
სხვისი არ ვიცი და ჩემთვის ამ ისტორიაში ყველაზე მეტად ნიშანდობლივია დასავლური ბიუროკრატიის იდიოტიზმი და მოუქნელობა.ანუ…..ვითომ არ იციან, რომ სინამდვილეში არანაირი ” სამხრეთ ოსეთის ბანკი” არ არსებობს, და რომ ეს რუსული ბანკის შირმაა, მაინც ატარებენ მის ტრანზაქციებს დოლარსა და ევროში, თან მხრებს იჩეჩენ:“აბა ეს რუსული ბანკი არ არის და……”” სამხრეთ ოსეთი არაღიარებული სახელმწიფოა, თუმცა დე ფაქტო არსებობს, ჩვენ და ქართველები ხომ მათთან კონსულტაციებს ვაწარმოებთ ჟენევაში და”……” რა ქნას რუსეთმა, ეს მისი ბანკი არ არის, რუსეთი მხოლოდ გამტარია როგორც ჩვენ….ამიტომ რუსულ ინტერმედიარი ბანკებს ვერ დავასანქცირებთ, ეს ხომ სამხრეთ ოსური ბანკია და…..”და ეს მარაზმი ისტორიულად იცით რისი შედეგია? “2008 წლის” და იმ უგვანი პოზიციის, რაც ობამა- მერკელის დასავლეთმა დაიკავა რუსული აგრესიის დროსაც უშუალოდ და განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაციის შემდეგ: “არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა …..” რუსეთთან BUSINESS AS USUALობამა- მერკელის წყვილმა თითქმის ანალოგიური პოზიცია დაიკავა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, თუმცა მაშინ სუფთად სიმბოლური სანქციები მაინც შემოიღეს.2008 წელს ობამას და მერკელს საქართველოს გამო ესეც არ გაუკეთებიათ.
ჰოდა ითვალონ ახლა ჩრდილო კორეაში ე.წ. “ცხინვალის ბანკიდან” გადარიცხული მილიონები: “აბა რა ვქნათ, ეს რუსული ბანკი არ არის და…..”
კომენტარები