ჟურნალისტ არჩილ გამზარდიას წერილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე
„ჩემს ცილისმწამებლებს დღეს არჩილ გამზარდია შეემატა. ამაზე მძიმე ცილისწამებებისთვისაც არ მიპასუხია, მაგრამ რადგან პირადად ვიცნობ, ვესაუბრე და ვთხოვე აეხსნა რამ დააწერინა ამდენი აბსურდი ერთ პოსტში და ვთხოვე ერთი რამ მინიშნება ეკარნახა, რაც დაადასტურებდა იმას რაზედაც წერდა.
შევთავაზე, პირადი შეხვედრა, საპატრიარქოში შეხვედრა, ჩვენთან ეთერში შეხვედრა და მასთან პირდაპირ ეთერში, რათა გვესაუბრა ამ პოსტში გამოთქმულ, მისი კერძო მოსაზრებების გარშემო. მივიღე ირიბი უარი, ფორმალურად მთავაზობს ეთერს, მაგრამ მრავალ სხვადასხვა საეკლესიო საკითხზე და მის პოსტზეც მათ შორის! რაც ნიშნავს პასუხისმგებლობის არიდებას.
როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უპასუხისმგებლობა?იტყვიან რაღაცას და მერე უნდა იმართლო თავი? თუ რა აქვს ამას გაგრძელება გაუგებარია?
პირველივე კომენტარში ჩავაგდებ რას წერს და თავად იმსჯელეთ, ეს რომელი პროფესიის ადამიანის ნააზრევი შეიძლება იყოს?“
როგორც ვხედავთ, ანდრია ჯაღმაიძემ თან უპასუხა გამზარდიას, თან არ უპასუხა მის წერილს. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულად უპასუხებს მის ბრალდებებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, იმდენჯერ შემოგთავაზებთ ანდრია ჯაღმაიძის პასუხს, რამდენ პასუხსაც დაწერს.
კომენტარები