„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე:
„დიახ, მათ იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან, ამიტომ ერთადერთი გზა რჩებათ – არეულობა და დესტაბილიზაცია. „ნაცმოძრაობა“ რეალურად ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. საარჩევნო შტაბები, რაც გახსნეს ქვეყნის მასშტაბით, რეალურად წარმოადგენს სწორედ აი, ამ ბუნტის შტაბებს.
პირველი ტურის დასრულებისთანავე იტყვიან, რომ ვითომ არჩევნები გაყალბდა, საკუთარ პარტ-აქტივს გამოიყვანენ ქუჩაში და დაიწყებენ პროვოკაციების მოწყობას. ამისთვის მათ მზადება უკვე დაწყებული აქვთ.
ამას გულისხმობდა სააკაშვილიც, როცა დაბრუნების შესახებ ისაუბრა. ის მხოლოდ დესტაბილიზაციის პირობებში შეძლებს ქვეყანაში დაბრუნებას, სხვა შემთხვევაში მას საქართველოში ელის რამდენიმე წლიანი პატიმრობა და ბუნებრივია, ამ ნაბიჯს არ გადადგამს.
ასე რომ, მზადდება დესტაბილიზაცია, რომელიც 31 ოქტომბრის შემდეგ უნდა დაიწყონ“
კომენტარები