ლელა წურწუმიას გადაცემაში სტეფანემ ლელას შესახებ რამდენიმე ამბავი მოყვა, მათ შორის ერთ-ერთი მომღერლის გამჭირვალე კოლგოტს ეხებოდა:
“ლელასთან ერთად პარიზში აღმოვჩნდი. ეს ის პერიოდი იყო, როცა ის ძალიან გასუქებული იყო. ნაფრენი და დაღლილი საღამოს სასტუმროში ქვევით ჩამოვიდა. ეცვა გამჭირვალე კოლგოტი. მან ჩათვალა, რომ იყო ელასტიკი და სინამდვილეში იყო გამჭირვალე. ზემოდან აცვია ნაქსოვი ჯემპრი, რომელიც უფარავს საჯდომს. ჩვენ ვსხედვართ სერიოზული ხალხი, ზოგი ჩვენი მეგობარი, ზოგიც – არა. ლაუნჯში დაბალ მაგიდასთან ვსხედვართ. უცბე ლელა ჩამოდის და დგას, არაფერს აკეთებს, ჩვენ ვსაუბრობთ. ღვინოს ვწრუპავთ, მშვიდი სიტუაციაა, სიწყნარეა. როიალთან პიანისტმა დაიწყო დაკვრა. ლელა დადგა ზურგით, იწევს ჯემპრს, გამჭირვალე კოლგოტში უჩანს ბევრკილომომატებული უკანალი და აყოლებს ხმას. საერთოდ ყველა მას უყურებს… ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდი“
კომენტარები