ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, სოციალურ ქსელში, წერს:
ეჰ ჩემო ბედკრულო სამშობლოვ !!! იყო დრო, დედები შვილებს ომისთვის ზრდიდნენ და ჯერ კიდევ უწვერულვაშო ბიჭებს, შენი სახელის დასაცავად ფრონტის წინა ხაზზე აგზავნიდნენ !! არ ქონდა მნიშვნელობა ერთი ყავდათ თუ ცხრა, ყველას გულანთებულ ქართველებად ზრდიდნენ და საჭიროების შემთხვევაში, თვითონ ზურგსუკან მიყვებოდნენ !!!
დღეს კი იგივე ქვეყნის დედები, არ გაცივდნენო შეშინებული იკეტებიან სახლებში და შენს კი არა, მათ მომავალზეც იბრმავებენ თვალებს, რადგან აღარ არის ჩვენი სამშობლო !! აღარ არის საქართველო !!!
ეს უფრო სექტებად დაყოფილი შეშინებული და დაბეჩავებული ხალხის თავშესაფარია !! ეს უკვე ერთმანეთის ჭამით გაუმაძღარი ხალხის, და ხალხის ჭამით ვერ გამძღარი ზემდგომების საცხოვრებელია !!
ალბათ ქართველობა მოკლეს იქ , სადაც ესროლეს ილიას !!! დღევანდელი დედების შვილებმა იციან რა არის კოვიდი, მაგრამ არ იციან 9 ძმა ხერხეულიძე და ილია ჭავჭავაძე თუნდაც !!! არ იციან რა არის უშიშრობა და არ იციან, რომ ქართველებს არასდროს არაფრის ეშინოდათ !!! ესე ვერასდროს დააჩოქებდნენ ჩვენს ერს, თუ ღმერთის რწმენას არ დაუკარგავდნენ !!! თუ ეკლესიას არ ჩამოაშორებდნენ და ყოველდღე განსასჯელად თითო მღვდელს არ მიუგდებდნენ !!! ისევ გაიღვიძებს ჩვენი გენი ღმერთის წყალობით !!!
არ დაუშვებს ღმერთი, რომ დაკარგოს და ჩაკლას ქართული სული და ქართველი დედის ფენომენი !!! ისევ აღსდგება საქართველო !! გულში დაჭრილი და სასიკვდილოდ გამზადებული !!! ბევრჯერ ყოფილა ჩვენი განადგურების მცდელობა, მაგრამ ვერ შეძლეს საუკუნეები და ვერ შეძლებენ დღესაც გრიპის ვირუსით !!!
სამშაბათს !!! 15 სექტემბერს !!! 15 საათზე !!! პარლამენტის წინ !!! დაგვიბრუნეთ სკოლები !!!!“
კომენტარები