შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი დემნა დევდარიანის შეკითხვის საპასუხოდ თქვა:
“როგორც იცით, არ ვსაუბრობ კონკრეტულ პირებზე, ვისაც შესაძლოა აშშ-ს სანქციები დაუწესდეს, მაგრამ ჩვენ განკარგულებაშია რიგი ბერკეტები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს პასუხისგებაში მივცეთ ნებისმიერი პირი, ნებისმიერ ადგილზე, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის საყოველთაო უფლებების შეზღუდვაზე. არსებობს იურისდიქცია, რომელიც გაწერილია სხვადასხვა კანონებსა და აღმასრულებელ განკარგულებებში, რომლებსაც ამ კონტექსტში, ისევე როგორც ნებისმიერ კონტექსტში, ყურადღებით დავაკვირდებით, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც შესაძლოა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს და პირველ რიგში იმას, რასაც ქართველი ხალხი ელის და იმსახურებს საკუთარი საყოველთაო უფლებებით”
კომენტარები