მომღერალი სოფო ბედია ჟურნალ ,,სარკესთან” ამბობს:
“მადლობელი ვარ ღმერთის და ნამდვილად არ ვიტყვი, რომ უიღბლო ვარ. ძალიან ბევრმა ადამიანმა შემიყვარა და მათ მხარდაჭერას ხშირად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ჩვენს პროფესიაში არის გულისტკენა, შური, დაბლოკვა… შოუბიზნესში ასეთი ბრძოლები სულ არის, მაგრამ, იცით, ჩემი “კოზირი” რა არის? მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, სულ ვცდილობ, ახალი შევქმნა, მიუხედავად იმისა, დამიძახებენ თუ არა რომელიმე კონკრეტულ კონცერტზე.
ვერ მოგატყუებთ და ვიტყვი, რომ ბევრჯერ აღმოვჩენილვარ უსამართლო მდგომარეობაში და გული დამწყვეტია იმის გამო, რომ კონცერტზე არ მივუწვევივარ. გათავისებული მაქვს, რომ ,,ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი”. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მათაც კი, ვისაც არ უნდათ, რომ სცენაზე გამოვჩნდე. ძალიან მეგოიმება შური და ერთმანეთთან ბრძოლა. ვთვლი, რომ ამ სფეროში ყველას შეუძლია, აკეთოს თავისი საქმე. ჩემი დევიზია: თუ არ შეგიძლია, ვინმეს დაეხმარო, არც საქმე უნდა გაუფუჭო.”
კომენტარები