ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ოპოზიციას მიმართავს:
ახლა რაც შეეხება “ჩემს ძვირფას” ოპოზიციას:
– იცით “ძვირფასებო” რატომ ხდება ეს ყველაფერი ამ ქვეყანაში, რასაც ახლა ვიუურებთ? იციით? თუ არ იცით და ვერ ხვდებით ახლავე აგიხსნით..
ახლა რომ ზიხართ (თუ დგახართ) და “ქედნებივით ღუღუნებთ” დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, კანონების დარღვევებზე, ამაზე, იმაზე, შინაურზე, გარეულზე…ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით რომ გვიყვებით “რეჩიტატივს” . უკცრავად და თავად არ ბრძანდებოდით ერთ დროს ხელისუფლებაში? ( ეს ეხება, ნაცსაც, ქოცსახ, შევარდნაძის დროინდელსაც, იქეთურაც და აქეთურსაც).. ხოო და მაშინ რატომ არ იმჩნევდით ამ დარღვევებს?.. მაშინ რატომ “უყურადებდით” შეძახილებს რომ, “ე ბიჭო არასწორად აკეთებთ” თუუუ არავინ გეუბნებოდათ.. თუუუ მე ავდექი და დაგიშალეთ. კაბინეტების კარებები აგიჭედეთ, “პასტა და ფურცელი” წაგართვით. გზაზე გადაგეღობეთ და ხელი გკარით..? მე მართლა ერთად ერთი კაცი მახსოვს გახარია (არ ვარ მისი მხარდამჭერი, არც მოკეთე და მყვარებელი) რო ადგა და წავიდა, ხელს მიშლიან და ვერ ვაკეთებო..და ექვსი დეპუტატი კიდე წინა პარლამენტში. დანარჩენები?.. ოოო დანარჩენები, სანამ არ “ვიპანღურივალი” თავადაც “На все способные” ტიპები ბრძანდებიდით.. იყო ასე?.. დიიახ ასე იყო
ხოო და აი ამიტომ აღარ უნდიხართ აღარავის, აი ამიტომ აღარ გენდობათ არავინ, აი ამიტომ აქვს თქვენს ნათქვამ სიტყვას, ჩალის, ორი შაურის და ვედრო აბაზად -კილო ორშაურად ფასი ..
ახსოვს ხალხს თქვენი “გაკეთებული” და “შაქმნილი”
ხო და აი იმიტომაც აკეთებს და ბედავს ეს ხელისუფლება რასაც აკეთებს და ბედავს. აი ამიტომ არის თქვენი რეიტინგი იქ სადაც არის.. აი ამიტომ არ მჯერა არც მე და არც სხვებს თქვენი. არც თქვენი ნათქვამი სიტყვის, არც თქვენი ნამოქმედარის და არც თქვენი მედიასაშუალებების.. არა და მორჩა.. და საერთოდაც, ეს ხელისუფლება კომფორტულად იქნება მანამ, სანამ დღევანდელი ოპოზიცია ეყოლება საპირეონედ..
ეს ახლა გინდა გეტკინოთ და გნებავთ გეწყინოთ..
მე ვთქვი…”
კომენტარები