ცნობილი ქართველი ფიზიკოსის და პოლიტიკოსის, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის, ვიქტორ დომუხოვსკის მეუღლე, რუსუდან კიკალეიშვილი, სოციალური ქსელით, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას პასუხობს, ანა ფოტიგამ დღეს ზურაბიშვილს მოუწოდა, გამოიყენოს შეწყალების ინსტიტუტი და შეიწყალოს გიორგი რურუა.
რუსუდან კიკალეიშვილი:
“იცით კი ვინ არის გიორგი ( ჟორიკა) რურუა და როგორ გახდა “მედიამაგნატი”?
რამდენი ჰყავს მოკლული, რამდენის სისხლში აქვს ხელები გასვრილი, როგორი ტრაგედია დაატრიალა მრავალ ოჯახში და მთელ საქართველოში?
ნუთუ ამას არა აქვს მნიშვნელობა და მიზანი ამართლებს საშუალებებს?
პოლონეთის პრემიერ- მინისტრის გუშინდელ სიტყვებს მოვიყვან:”დასაშვებად მიგაჩნიათ ნებისმიერი საქციელი, თქვენი მსოფლმხედვისთვის ბრძოლის გზაზე? მიზანი ამართლებს საშუალებებს? ნამდვილად არა!”
პოლონეთის შემთხვევაში არ მიმართავთ ასეთ ორმაგ სტანდარტებს, მაშ, რა გამოდის საქართველოს არა აქვს უფლება ებრძოლოს ბანდიტებს და მკვლელებს?
ან იქნებ ხალხის დასაშინებლად ამ ბანდიტის სწორედ არჩევნებამდე გამოშვებაა მიზანი?!
და კვლავ პრემიერ მორავეცკის დავესესხები: “ჩვენ არ დავუშვებთ!”
შეგახსენებთ, რუსუდან კიკალეიშვილმა მეუღლესთან ერთად დატოვა საქართველო, ვიქტორ დომუხოვსკი, რომლის ხელმოწერაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზეა (1991 წლის 9 აპრილი), 2013 წელს პოლონეთში გარდაიცვალა, თუმცა, იგი საქართველოშია დაკრძალული.
კომენტარები