სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, ციხიდან წერილს ავრცელებს და წერს:
“ჩემს სოფელში გავაკეთე საერთო მოხმარებისათვის მეორე ჭაბურღილი. იქ, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა წყალი. ამ სოფელში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ პატარ-პატარა ნაკვეთები, უწყლოობის გამო ვერ იყენებდნენ და თავი მიანებეს. ამ ადგილს ეწოდება პატარა მთა და წყლის საშუალებით პატარა წალკოტად გადაიქცევა. იცით რა გააკეთა ჩემზე გაბოროტებულმა ოცნებამ? 1000 ლარიანი ჯარიმა გამოწერა წყაროზე და უნდათ რომ გავაუქმო. იმედია სოფელმა იცის ეს ამბავი. მაჩხაანელებო, მითხარით როგორ მოვიქცეთ, ალბათ ხელისუფლებამ წყლის პრობლემა მოაგვარა.
ეს ფსკერი არ არის, ამის იქით არაფერია. ამას მხოლოდ ღირსებისგან დაცლილი გაბოროტებული ადამიანი თუ იზავს. ესეც გაივლის.
სოსო გოგაშვილი
306-ე საკანი.”
ჭაბურღილი, რომელზედაც ახლა გოგაშვილი საუბრობს, აპრილში გაიჭრა და მაშინ სოსო გოგაშვილი ვიდეოს აქვეყნებდა და წერდა:
ქრისტე აღდგა
ესეც აღდგომის დაპირებული საჩუქარი ჩემს სოფელს
ზემაჩხაანელებო, დღეიდან უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ ულევი კამკამა წყლით “პატარა მთა”-ში.
მადლობა ბიჭებო, თქვენ ყველას ვინც 24 სთ. მეხმარებოდით ამ ახალი პროექტის დაწყება განხორციელებაში.
მადლობა შ.პ.ს. ტუმბოს,
შ.პ.ს. NAB-ს.
P.S. სასიამოვნო ამბები და სიურპრიზები კიდევ წინ გელით
კომენტარები