უფლებადამცველი ბაია პატარაია:
,,დღეს ვიყავი ექიმთან, არაფერი განსაკუთრებული, წელიწადნახევარში ან ორ წელში ერთხელ ვიკეთებ იმ გამოკვლევებს, რომელიც რეკომენდირებულია რომ გაიკეთოს ქალმა: ფარისებრი, მკერდი და საშვილოსნო, ეხოები, პაპტესტი, ანალუზები რომ გამორიცხო ონკოლოგია და გადაამოწმო. მოკლედ, რაც საჭირია რა. იცით რა გადავიხადე მხოლოდ ამ გეგმიურ გამოკვლევებში?
532 ლარი!!!
შოკში ჩავვარდი. მე რა მიჭირს, ხალხო, დაზღვევა მაქვს. ვისაც დაზღვევა არ აქვს, იმან რა უნდა ქნას?
და მკურნალობა თუ დამჭირდა, ის რა თანხაზე ავა?
სიგიჟე ხდება ამ ქვეყანაში!
წარმოუდგენელია უკვე აქ საშუალო ხელფასით არსებობა.”
კომენტარები