უფლებადამცველი, ბაია პატარაია:
“სტრასბურგის საქმეებს ვკითხულობ გაუპატიურებაზე და ერთი საქმეა (ახლა ვთარგმნით) Y. v. Slovenia. მოკლედ, 14 წლის ემიგრანტ გოგოზე ოჯახის ახლობელი კაცი სექსუალურად ძალადობდა. ბავშვმა ჯერ ითმინა, მერე დედას მოუყვა. ემიგრანტი დედა საგონებელში ჩავარდა და თავის მოძღვარს მოუყვა. იცით, რა ქნა იქაურმა მღვდელმა? ეგრევე პოლიციაში გავარდა და განაცხადა.
ეხლა მომიყევით ქართველი მღვდელი, რომელიც პოლიციაში გარბის, რომ პოლიციამ ქალზე ან ბავშვზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყოს? ვერა, ხო? ეხლა მომიყევით მღვდელზე, რომელიც ნაცემ ცოლს ეუბნება, ოჯახი არ უდნა დაინგრეს, ეს ღმერთის განსაცდელა და უნდა მოითმინოო. თუ არ იცით, მე მოგიყვებით უამრავს.
იგრძენით განსხვავება ქართველ და ევროპელ მღვდელს შორის? რაც ერი, ის ბერი, და პირიქით.
პ.ს. მღვდლებს კი არა ფსიქოლოგებს ვიცნობ, ბავშვზე სექსუალურ ძალადობას რომ მალავენ და პოლიციას არ ეუბნებიან, რაზე ვლაპარაკობთ…”
კომენტარები