ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, რომელიც დღეს უცნობის მიერ გამართუ აქციაზე იყო, ვიდემიმართვას ავრცელებს და ამბობს:
“იცით რამდენი ხალხია? ჩვენ რომ ვიტყვით, ქართველები, ზღვა ხალხიაო, მართლა ზღვა ხალხია. ყველაზე ლამაზი ისაა, რომ ჯგუფებად კი არ მოდიან, თავი დავადე და მივედიო, ხომ გაგიგიათ? აი, ასე თავი დაადეს… ცალ-ცალკე არიან მოსულები, მერე ერთმანეთს ნახულობენ. ახლა მეტეხის ქონგურზე რომ ხალხი დგას, ამდენი დადიან ნაციონალური მოძრაობის შეკრებებზე.
იცით, როგორი ამაყი ვარ? დღეს ახლა აქ დგას ის ადამიანები, ვისაც შეუძლია ამაყად თქვას, რომ ეს ქვეყანა მისია და თავის მეგობარს უთხრას, ბიჭო, ეს ქვეყანა შენიც არის, რა. ეს ქვეყანა ჩვენია. ხვდებით ჩვენი დღევანდელი შეკრების ძირითადი მიზანი რა იყო? ის სიყვარული, რომელიც აქ არის, უხმოდ, ყოველგვარი ზედმეტობის და აჟიოტაჟის გარეშე, ერთმანეთის სიყვარულის ამბავია ის, რაც ახლა აქ ხდება.”
კომენტარები