დაკო ბაქანიძე, სოციალურ ჯგუფში, “სასოწარკვეთილი მომხმარებელი” წერს:
“განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოგმართავთ პირდაპირ თქვენ ამ ჯგუფიდან:
მხოლოდ ფეისბუქზე გამოსაფენი სურათების გადასაღებად რომ დადიხართ სკოლებში, საქმე გააკეთეთ, ცოტა მეტი დრო დაუთმეთ განათლებაზე ფიქრს და სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობას.
დღეს ჩემი შვილი პირველად წავიდა სკოლაში, პირველ კლასში. პირველ კლასელებს, თუ ამბობთ, რომ წიგნებს ურიგებთ, ახალი წიგნები დაურიგეთ, რომ ბავშვი სკოლაში, როცა მივა და დიდი აღტაცებით და მოლოდინით გადაშლის თავის პირველ დედა-ენას იმედები არ გაუცრუვდეს წიგნის დანახვაზე.
იცით როგორი წიგნები დაურიგდათ პირველკლასელებს? ძველი, ბინძური და დახეული (რაც დავდე სურათები ეგ ჩემი შვილის და მისი კლასელებისთვის დარიგებული წიგნებია).
მე შემრცხვა მაგ წიგნების დანახვაზე თქვენ მაგივრად. ბავშვებმა თავის მართლება დაიწყეს სახლში – მე არ დამიხევიაო…
ესაა თქვენი განათლება?!
მოტივაციას პირველივე დღიდან უკლავთ ბავშვებს.
ბინძური და მონაგავებული წიგნების დარიგებით შეურაცხყოფას აყენებთ და პირდაპირ ეუბნებით, რომ ასეთ განათლებას იძლევა ჩვენი ქვეყანა.”
კომენტარები