„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე:
„შემოსვლიდანვე, ყოველდღიურად გვაქვს პაციენტთან კვებასთან დაკავშირებით საუბარი. იცით, რომ პაციენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ეს აისახა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შემდეგში უნდა გაგრძელებულიყო სრულფასოვანი კვება. ამის შესახებ ყოველდღე გვაქვს პაციენტთან საუბარი. რაც შეეხება ზონდით კვებას, რაც იკითხეთ, აქ იძულებით კვებაზე არ არის საუბარი, თუ ადამიანს, ნებისმიერ პაციენტს აქვს ღებინების შეგრძნება საკვების მიღებისას, ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი პაციენტთან შეთანხმებით და არა იძულებითი წესით!“
კომენტარები