ჟურნალისტი, ნელი ვარდიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მოკლედ, ეს სპეციალური თერმომეტრები, ხელისუფლება კომპანიებს შეძენას რომ აიძულებს და ვალდებულებად უხდის, ყველას სიცხე რომ გაუზომონ, კორონასავით ყოფილა ჩინური წამოების. საქართველოში მის ღირებულებად სახელდება 300 ლარი, ადგილზე რა ღირს, კაცმა არ იცის. ამბობენ, რამდენიმე გაზომვის მერე, ფუჭდებაო. ზოგმა უკვე მეორედ და მესამედ იყიდა, რომ არ დააჯარიმონ. ასევე, მისი შეძენა-გამოყენება ისეთ მეწარმეებს აქვთ ვალდებულებად ქცეული, 100 წელი რომ იფიქრო, ვერ მიხვდები, მათთან კორონას საფრთხე როგორ უნდა დაგემუქროს. ვინმემ იცის, თერმომეტრების ბიზნესში რომელმა უკვდავმა შეყო დინგი?”
კომენტარები