მხატვარი, გია ბუღაძე, რომელიც ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე იმყოფება, მთავარ არხთან ამბობს:
“ინფორმაცია მომივიდა და გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ… ძალიან გთხოვთ, ჟურნალისტებმა მოიკითხეთ, ვინ არის მფლობელი ვივამედის? იცით, ვინ არის? სადაც ბატონი პრეზიდენტია? მისი მფლობელია რუსეთის მოქალაქე… დოკუმენტებში ასეა, შებრძანდით და ნახეთ… როცა მას გადასცეს კლინიკა, ზუსტად ერთი კვირის მერე შეიყვანეს ბატონი პრეზიდენტი იქ… მიაქციეთ ამას ყურადღება…”
“ალიამ” საჯარო რეესტრის გვერდზე გადაამოწმა გია ბუღაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. 2022 წლის იანვრის მონაცემით (26 იანვარი) შპს ვივამედის მფლობელები არიან: ფარმან ჯეირანლი – 50 პროცენტიანი წილით და ასევე 50 პროცენტია წილით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალი აჯი ოღლი ტანრივერდიევი.
2022 წლის 6 აპრილის მონაცემით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალი აჯი ოღლი ტანრივერდიევი, უკვე შპს ვივამედის 100 პროცენტიანი წილის მფლობელადაა დოკუმენტაციებში მოხსენიებული.
ამ პერიოდში შეცვლილია კლინიკის ხელმძღვანელი, წარმომადგენელი პირიც.
კომენტარები