სამართალდამცველები შანეი ბრუკის მეზობლებს გარკვეული პიროვნების ფოტოს აჩვენებენ.
“კურიერის” ინფორმაციით, საქმეში არსებობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერიც, სადაც სავარაუდოდ შანეი ბრუკის გადაადგილებაა ასახული.
გოგებაშვილის და მის მიმდებარე ქუჩაზე სამართალდამცველები აქტიურად გადაადგილდებიან და მაცხოვრებლებს აჩვენებენ ფოტოს კითხვით, იცნობენ თუ არა ფოტოზე აღბეჭდილ შავგვრემან მამაკაცს.
დღესვე გოგებაშვილის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხეს ის პირები, ვინც შანეი ბრუკს იცნობდა.
პარალელურად, პოლიციის დიღმის სამმართველოში გამოკითხეს გარდაცვლილი მასწავლებლის თანამშრომლები.
რატომ არ იყენებს შსს მედიის დახმარებას, თუ მართლაც აქვს სავარაუდო ეჭვმიტანილის ფოტო, უცნობია.
კომენტარები