გაერო-ს ბავშვთა ფონდი განათლების უწყებებს მოუწოდებს, სკოლები რაც შეიძლება მალე გაიხსნას. მათი თქმით, ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებს ეხება, სადაც პანდემიის დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში, მილიონობით მოსწავლე საკლასო ოთახებში არ დაბრუნებულა.
სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 27%-ში სკოლები ნაწილობრივ ან სრულად დახურულია, 6 ქვეყანაში: ფილიპინებში, ბანგლადეშში, ვენესუელაში, საუდის არაბეთში, პანამასა და ქუვეითში და ექვსივე ქვეყანაში, დაახლოებით 77 მილიონამდე მოსწავლე ცხოვრობს. მსოფლიოს 11 ქვეყნის 131 მილიონ სტუდენტს საკლასო ოთახებში სწავლის პროცესის სამი მეოთხედის გაცდენა მოუწია, როგორ გაეროს ბავშვთა ფონის შეფასებაშია ნათქვამი.
„მოსწავლეები შეიძლება უფრო უსაფრთხოდ იყვნენ სახლში, მაგრამ კომპიუტერებზე, მობილურ ტელეფონებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და განათლების არათანაბარი ხარისხი არის სერიოზული გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ“- აცხადებენ ორგანიზაციაში.
“ჩვენი გზავნილი ხმამაღალია : ყველა საზოგადოებამ, ყველგან უნდა გახსნას სკოლები რაც შეიძლება მალე. სკოლები ყველაზე ბოლოს უნდა დაიხუროს და პირველ რიგში გაიხსნას,“- აცხადებენ ორგანიზაციაში.
კომენტარები