მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში დაცვის მხარე არ ითხოვდა მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანას.
“ბუნებრივია ევროსასამართლო სახელმწიფოს არ და ვერ დაავალდებულებს იმგვარი ქმედების განხორციელებას რასაც დაცვის მხარე არ ითხოვდა. მე მოვისმინე დღეს პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ თითქოს არ დაავალა იუსტიციის სამინისტროს ბატონი მიხეილ სააკაშვილის საქართველოს სხვა კლინიკაში გადაყვანაც კიო და ეს თითქოს ნიშნის მოგებით იყო ნათქვამი, ამასთან ერთად უნდა განიმარტოს, რომ ჩვენი მოთხოვნა არცერთ ეტაპზე არ ყოფილა მესამე პრეზიდენტის გადაყვანა საქართველოს რომელიმე სხვა კლინიკაში, ჩვენ არ მიგვაჩნია რომ ეს უზრუნველყოფს მისი უფლებების ეფექტიან დასკვნას და შესაბამისად არარსებულ მოთხოვნაზე მითითება ცხადია, გახლავთ აბსოლუტურად უსაფუძვლო,” – განმარტავს თუთბერიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე, გარდა ამისა, ბრეგაძის თქმითვე, სახელმწიფოს არ დაევალა მისი რომელიმე სხვა კლინიკაში გადაყვანა ქვეყნის შიგნით.
კომენტარები