მოძრაობა “სირცხვილია” წერს:
დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლის თანამდებობაზე აირჩია ამავე საბჭოს წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი – ალექსანდრე გზირიშვილი.
ალექსანდრე გზირიშვილის კარიერა სასამართლო სისტემაში 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც მისი მამა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩიეს.
საგულისხმოა, რომ 2014 წელს ალექსანდრე გზირიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე იყო.
არსებული ინფორმაციით, ალექსანდრე გზირიშვილის შვილის ნათლია ლევან მურუსიძის მეუღლეა.
დღეს გიორგი რურუას საქმის მოსამართლე, ვალერიან ბუგიანიშვილი უვადოდ დაინიშნა. ვალერიან ბუგიანიშვილის კარიერა სასამართლო სისტემაში 2011 წლიდან იწყება. მის სახელთან არის დაკავშირებული საეჭვო ვითარებაში დაკავებული გიორგი რურუას ციხეში გამწესება. პროცესების მსვლელობისას მოსამართლე ბუგიანიშვილი დაეთანხმა თითქმის ყველა იმ მოთხოვნას, რაც პროკურატურას ჰქონდა დაყენებული.ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ვალერიან ბუგიანიშვილის ჯამურმა ანაზღაურებამ 2012-2020 წლებში 404 930 ლარი შეადგინა.
კომენტარები