იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ერთხმად
აირჩია. ცნობილია, რომ ის ამ პოსტზე 5 წლის ვადით დაინიშნება.
ამ საკითხს უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგნაირად ეხმაურება:
“ალბათ გაინტერესებთ როგორ ტარდება კონსულტაციები ჩინჩალაძეის დანიშვნაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 5 წლის ვადით?
საბჭოს სხდომაზე ონლაინ ჩაერთო დარბაზში შეკრებილი უამრავი მოსამართლე და გამოვიდნენ ჩინჩალაძის მხარდამჭერი სიტყვით. ძირითადი არგუმენტები იხ. ქვემოთ.
ირაკლი შენგელია:
თუ ვინმე უნდა იყოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მაშინ მიხეილ ჩინჩალაძე
სრულად გამართულად მუშაობდა სასამართლო მისი თავმჯდომარეობის დროს, ერთი შეფერხებაც კი არ ყოფილა
დიმიტრი გვრიტიშვილი:
ვეთანხმები ბატონ ირაკლის, მიხეილ ჩინჩალაძე არის ღირსეული კანდიდატურა, სათანადო უნარებით აღჭურვილი.
კოლექტივში არის ჯანსაღი და საქმიანი სიტუაცია
თუ ინფრასტრუქტურის პრობლემა წარმოიშვება მყისიერად გვარდება, მენეჯმენტი მართლაც გამართულია
მამისეიშვილი:
დაახლოებით 10 თვეა აქ ვმუშაობ
აღფრთივანებული ვარ
სხვა ალტერნატივა არ არის
ბუგიანიშვილი:
სრულად მხარს ვუჭერ
ტყავაძე:
მეც მხარს ვუჭერ, წლებია ვიცნობ
სასამართლოში გავიცანი
მისი უნარები ვიცი
სასამართლოს აპარატი გამართულად მუშაობს
ჯეირანაშვილი:
მხარს ვუჭერ
დიდი დამსახურება აქვს
ლაშა თავართქილაძე:
მართლაც ღირსეული კანდიდატია
კიდევ გააგრძელებს ღირსეულ საქმიანობას, თქვენი მხარდამჭერის შემთხვევაში
მარიამ ცისკაძე:
ხმა არ ისმოდა ნორმალურად რა თქვა, მაგრამ ჩინჩალაძეს მხარს უჭერს.
ასევე, მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა ლავრენტი მაღლაკელიძე.
განსხვავებული აზრი არ ყოფილა” , – წერს ნაზი ჯანეზაშვილი.
კომენტარები