აშშ-ში, იუტის შტატის ქალაქ სოლტ-ლეიქ-სიტის პოლიციამ ბოროტმოქმედებს სთხოვა, კორონავირუსის გავრცელების გამო დროებით თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. შესაბამისი მიმართვა პოლიციის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„კორონავირუსის ლოკალური გავრცელების შემთხვევის დადასტურების გათვალისწინებით, სოლტ-ლეიქ-სიტის პოლიციის დეპარტამენტი მოუწოდებს ყველას, შეწყვიტოთ ნებისმიერი კრიმინალური საქმიანობა შემდგომ მითითებამდე. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა შედგება, და მადლობას გიხდის წინასწარ ამ მოწოდების გათვალისწინებისთვის“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
კომენტარები