ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე:
’’მატყუარას და გადამგდების იმიჯი აქვს „ქართულ ოცნებას“ ამერიკაში. ნულოვანი ნდობაა მათთან მიმართებით! უახლოესი თვეების განმავლობაში თქვენ ნახავთ სრულიად ახალ დოკუმენტებს, სადაც განსაზღვრული იქნება ყველა ის დახმარება, რასაც საქართველო მიიღებს, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმებთან დაკავშირებით. შარლ მიშელის – 19 აპრილის შეთანხმება იცის ყველამ, ვინც საქართველოს საკითხებზე მუშაობს. მათთვის ამ შეთანხმების საკითხები არის შესასრულებელი და ამ ვალდებულებას „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა. „ქართულ ოცნებაში“ შეიძლება ეგონათ, რომ ჩვენ დავივიწყებდით და „ჩაიფარცხებოდა“ ეს საქმე, თუმცა ასე ვერ მოხდება, ეს საკითხი ასე ვერ „ჩაიფარცხება“. ამ შეთანხმებას ხელი ამერიკული და ევროპული გარანტის ქვეშ მოვაწერეთ, შესაბამისად ვითხოვთ საგარანტიო მოქმედებების აღსრულებას. ტყუილი და გადაგდება არ უნდა გაუვიდეს „ქართულ ოცნებას“.
„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის დამთავრებულია! ნამდვილად არ სურთ მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობა. ახლა უკვე ჩვენზეა, ქართველ ხალხზე, დამოკიდებული ყველაფერი, რადგან ჩვენ ნაცვლად გასაკეთებელს ამერიკა და ევროპა ვერ გააკეთებს“
კომენტარები