ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, წერს:
“კალაძის მიერ ვითომ პრევენციული განცხადება ჯერ არ მომხდარ კორუფციასთან დაკავშირებით, სხვა არაფერია თუ არა, მის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გაშვებული სინგალი, რომ ფლობს ინფორმაციას მოსალოდნელ დაკავებებთან დაკავშირებით.
კალაძის განცხადებამ გააჩინა საფუძვლიანი, გონივრული ეჭვი, რომ საფუძველს მოკლებული არაა ბოლო ხანს კულუარებში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ივანიშვილი აპირებს კორუფციის ფაქტზე დაიჭიროს თავისიანი – ხელისუფლების გავლენიანი ფიგურა, ოღონდ ისეთი უტყუარი მტკიცებულებებით, რომ არავის გაუჩნდეს კითხვის ნიშნებიც კი.
ამ გზით, ივანიშვილი ერთის მხრივ ეცდება შეარბილოს თავისი, როგორც ოპონენტების მდევნელის იმიჯი და მეორეს მხრივ – მოირგოს კორუფციასთან მებრძოლის იმიჯი. თან რაც მთავარია, გარემოცვიდან ჩამოიშორებს/დააზიანებს მას, ვისშიც ხედავს პოტენციურ საფრთხეს”
კომენტარები