“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“არანაკლებ სამარცხვინო იყო ამ ბატონის ელჩობისას მისი მხარდაჭერა ივანიშვილისადმი, მისი ვოიაჟები რუსი ოლიგარქის სასახლეში, შემდეგ მისი მიწერილი ანგარიშები ამერიკის მთავრობას, რომ ივანიშვილი დასავლურ პოლიტიკას ატარებს, არჩევნებს არ აყალბებს და ეს ნათელაშვილი მოკლედ აჩმახებს.
აი ხომ მოთქვამს ახლა მწარედ.
ასეა როცა ვერ არჩევ მტერსა და მოყვარეს.”
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი, საქართველოს სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის ამოქმედებულ შეთანხმებას ეხმაურება და ამბობს:
“ნამდვილად სამარცხვინოა. საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ დატოვა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება – თუ ისინი ბელარუსთან შეთანხმებას არ დატოვებენ, ეს იქნება კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ მათ სხვა პრიორიტეტები აქვთ”
კომენტარები