საკრებულოს დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე გიორგი გახარიზე:
„კაცმა კანონის აღსრულება, ნიკანორ მელიას დაპატიმრება ვერ გაბედა, თანამდებობიდან გადადგა, პასუხისმგებლობას გაექცა და მნიშვნელოვან მომენტში უღალატა გუნდს, მერე მეორედ უღალატა გუნდს, ,,პოლიტიკაში დაბრუნდა” 43% ვერ უნდა გადალახოს ,,ქართულმა ოცნებამო”, მერე დედაქალაქის მერობა მოინდომა და მიიღო თბილისელებისგან პასუხი! თვეების განმავლობაში არ შეხვედრია თანაპარტიელებს, ძლივს შეხვდა და იქაც მმართველ გუნდზე და ბიძინა ივანიშვილზე ილაპარაკა: ყველას მოგეკითხებათო, პერსონალურად აგებთ პასუხსო, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცდებაო და ა.შ. ხუხაშვილის მოტანილი ქსივით დასაქმებულო: ბიძინა ივანიშვილი და გუნდი გენდო, თანამდებობაზე დაგნიშნეს, ყველაზე საპასუხისმგებლო სამინისტროები ჩაგაბარეს, მერე პრემიერ-მინისტრად დაგნიშნეს, მერე გაიქეცი, გვიღალატე და კიდევ აქეთ გვემუქრები? შენ შენი წილი პასუხი უკვე აგე, ყველა კვლევაში NDI, IRI, GORBI არსად პულსი აღარ გესინჯება, 2.5% ცდომილების კვლევებში ხან 1% გაქვს და ხან 2% . 2024 წელს რომ საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავ ბავშვმაც კი იცის უკვე“
კომენტარები