პოლიტიკოსი, კახა მიქაია წერს :
“90-იანი წლების სახელწიფო გადატრიალების შემდეგ, კრემლის მიერ საგანგებოდ შემუშავებული:
ერთი ბატონის(რუსეთის) მეორე ,,ბატონით” (აშშ და ევროპა) შეცვლის მიუღებლობის
,,იდეის”
რეალიზება, დღევანდელ საქართველოში სახელმწიფო პილიტიკის რანგშია აყვანილი!!!
არადა, განსხვავება ისეთივეა, როგორიც საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირს შორის!!!
(ალბათ ყველას გახსოვთ, საქართველოში ახლადდაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე როგორ პოზირებდა ჟურნალისტებთან საკუთარ კაბინეტში დაკიდებული საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სურათის ფონზე)…
ეროვნული იდეის პროფანაციას, რაც საქართველოს ევროპული სივრციდან სრულ იზოლირებას გულისხმობს,
დღეს იმდენი მიმდევარი ჰყავს ხელისუფლებაში, რომ ცოტა ხნის წინ ამის წარმოდგენაც კი გაუჭირდებოდათ იმ ადამიანებს, ვინც პირდაპირ, დაუფარავად და წარმატებით ემსახურებოდა და დღემდე ემსახურება კრემლს ქვეყანაში ანტიდასავლური, ანტიამერიკული განწყობების გაღვივებაში…
ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება სწორედ ანტიდასავლური პოლიტიკის წარმოების კლასიკური მაგალითია!!!
კარგად დააკვირდით!!!
ე.წ. საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, ყოფილი პუტჩისტები, ანდროპოვის დროინდელი თუ ახალგაზრდა (ჟუნიორი) აგენტები, რომლებმაც მკვდრებიც კი წამოყარეს საფლავებიდან, მათი ბრიყვული იდეების ციტირებით, მკვდრებთან ერთად, როგორ ამაყად დგანან ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე და წლების წინ კრემლში შემუშავებული ნარატივით როგორ დაუფარავად ებრძვიან ყოველივე დასავლურს…
დააკვირდით!!!
თუ როგორ სურთ, ქვეყანამ სწორედ რუსული გავლენის ორბიტაზე საბოლოოდ ჩაუშვას ღუზა და ,,ახალი ეროვნული მოძრაობის” შექმნისა და ე.წ. სუვერენული დემოკრატიის უტრირებით, მითად იქცეს ქვეყნის ევროპული მომავალი…
სამწუხაროა, რომ ამ პროცესში თავისი წვლილი შეაქვს თითქოსდა პროევროპულად განწყობილ, მაგრამ უიმედობაში და ნიჰილიზმში ჩავარდნილ ქართულ საზოგადოებას, არაფერი რომ არ ვთქვათ პოლიტიკურ ოპოზიციაზე, რომელიც (სხვათაშორის, არც თავად ოპოზიციაც არ განიცდის საკუთარ რიგებში კრემლის აგენტების ნაკლებობას), ზოგჯერ ნებსით და ზოგჯერ ,,უნებლიედ” ბოლომდე თამაშობს ბიძინა ივანიშვილის თამაშს და კრემლის მიერ კონტროლირებად ხელისუფლებასა და მის სატელიტ ძალებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლობის აღდგენის ოცდაათი წლის თავზე საკუთარი ხელებით ჩამოიგლიჯოს სახიდან ნიღბები და უტიფრად დაუპირისპირდეს ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მისი განვითარების დასავლურ პერსპექტივას…
ფაქტი სახეზეა, კრემლი დღემდე შესანიშნავად იყენებს რეალურად ანტირუსული და პროდასავლური საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ დასავლეთის მიერ ახლო წარსულში დაშვებულ შეცდომებს…”
კომენტარები