ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია:
„ბიძინა ივანიშვილს ხომ შეეშინდა 8 მარტის შეთანხმების ვერასრულების. ამიტომ გახდა ის იძულებული, რომ გაეთავისუფლებინა ოქრუაშვილი და უგულავა, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი სუბიექტი, ასევე იყო გიორგი რურუა. თუ გიორგი რურუას არ გამოუშვებს ციხიდან, მისი პირადი ტყვეობიდან, ეს შეთანხმება მაინც არ აღსრულდება, ანუ ოპოზიციური პარტიები მხარს არ დავუჭერთ. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ინტერესშივე არის, რომ პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა, გაათავისუფლოს, თანაც ამ შემთხვევაში მას არ დასჭირდება სალომე ზურაბიშვილი, მას დასჭირდება მორჩილი ბატონი შოთაძე. პროკურატურა უბრალოდ გამოიჩენს „კეთილ ნებას“ და გნებავთ სამაჯური გაუკეთონ რურუას, ფაქტია ეს ადამინი უნდა გათავისუფლდეს“
კომენტარები