„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუაზე ისაუბრა:
„ეს ადამიანი მოკვდა, როგორც პიროვნება. პოლიტიკოსი არც არასდროს ყოფილა, ცარიელი ადგილი იყო და გაფორმდა, როგორც ცარიელი ადგილი. „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა სამარცხვინო რამ, როდესაც ლევან ხაბეიშვილს თავს კოდლა და ძალით “ძველი ბიჭების” ხროვა დაესხა. ამის “გაპრავება” უკვე აპრობირებული მეთოდით მოხდა ისე, რაც გააკეთეს ჩემი და გოკა გაბაშვილის შემთხვევაში, ორი მუტრუკი მოგვიგზავნეს, მე ბრალი წამიყენეს ერთი მუტრუკის ცემაში, მეორეს კი გოკას ცემაში. ვითომ დააბალანსეს და ამით წაიღეს ჩემი პასპორტი. უკვე მოგიძველდათ მეგობრებო მეთოდები. ჩვენიანებს რომ არ ეწყინოს, მოდი ხაბეიშვილსაც წავუყენოთ ბრალიო. ხაბეიშვილს ამით არაფერი დააკლდება, ივანიშვილიც გაქრება შარშანდელი თოვლივით, ეს ზარქუა და 3 “ძველი ბიჭი” რას აპირებენ შემდეგ?“
კომენტარები