ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
„წეღან დავწერე, რომ ივანიშვილი ტრიუკს ატარებს. თუმცა, არ მინდა ისე გაიგოთ, თითქოს დიდი წარმოდგენის ვარ მის ტრიუკებზე. მხოლოდ იმიტომ არის იძულებული ტრიუკები ატაროს და იფართხალოს, რომ ძალიან სწორად ვიქცევით: ქართველი ხალხიც და დასავლეთიც. არ უნდა მოვდუნდეთ და ასე უნდა განვაგრძოთ. ივანიშვილი იძულებულია რაღაც მოიფიქროს, იფართხალოს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად იწვალოს, თუმცა დათმობები რომ მოუწევს მშვენივრად იცის. ხაფანგშია რეალურად. უბრალოდ, ვუყუროთ მშვიდად, როგორ ფართხალებს და განვაგრძოთ ის, რასაც ვაკეთებთ, ანუ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა დაჟინებით და თანმიმდევრულად. 3–შიც, და იმის მერეც. ივანიშვილს არცერთი კარგი სვლა აღარ დარჩა. თუ ვიბრძოლებთ, გავიმარჯვებთ.“
შეგახსენებთ, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.
კომენტარები