ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
„ისე, როდესაც ერთმანეთისგან შაჰ-აბასი და აღა-მაჰმად-ხანი ვერ გაგირჩევია, რა პატრიოტობანას და კონსერვატორობანას მეთამაშები?! ბიძინა ივანიშვილი ის კაცია, რომელიც 2012 წელს ამბობდა, იმქვეყნიური ცხოვრების არ მჯერაო ანუ ღმერთის არ მწამსო, მერე 2014 წელს საკუთარ გუნდს პარლამენტში ძალით გაატანინა ანტიდისკრიმინაციული კანონი, მიუხედავად ეკლესიის პროტესტისა, რამდენიმე წელიწადში კი მარიხუანას პლანტაციების დასათესად აპირებდა კანონის მიღებას და ეკლესიამ ძლივს გადააფიქრებინა. აი, ამ კაცს ახლა წინასაარჩევნოდ ეკლესიის, სარმწუნოების და ტრადიციების მთავარ დამცველად მოაქვს თავი და მთელი წიანსაარჩევნო კამპანია ამაზე აქვს აგებული.“
შეგახსენებთ, ივანიშვილმა პირველად ეს ფრაზა, რომ „არ სჯერა სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ“ 2005 წელს რუსულ გაზეთ „ვედომოსტისთან“ თქვა:
„არ მიყვარს ჟურნალისტებთან შეხვედრა, საზოგადოებრივ ღონისძიებებში და სხვადასხვა წვეულებებში მონაწილეობა; ადამიანს ნიღბის გაკეთება უწევს [ასეთ ღონისძიებებზე], მაგრამ მე ვერ ვიტან ფორმალობებს. მე მატერიალისტი ვარ. არ მჯერა ცხოვრების სიკვდილის შემდეგ და თავად სიცოცხლე ხანმოკლეა და არ მინდა ისეთი რამ გავაკეთო, რაც შეზღუდავს ჩემს თავისუფლებას. ზოგადად, არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, არ მიყვარს დღესასწაულები; ჩემს დაბადების დღესაც კი არ აღვნიშნავ“, – განუცხადა მან „ვედომოსტის“ 2005 წლის აპრილის ინტერვიუში.
კომენტარები