სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი საჩივარი, ოჯახის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით.
“დღეს სააპლეციო სასამართლომ გვაცნობა, რომ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი ჩვენს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემს ორ ოთახიან სახლზე! იმის გამო, რომ მე ვარ სოსო გოგაშვილის შვილი, რომელიც არის ბიძინას პირადი პოლიტპატიმარი, ივანიშვილი მართმევს ჩემს კუთვნილ 63კვ.მ ბინას, სადაც ჩემს შვილთან ერთად ვიცხოვრე 7 წელი, რომელიც შევიძინე საბანკო სესხით, რომელსაც ასევე 7 წელი ვიხდიდი და რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარმოვადგინე.
თუმცა დღეს საქართველოში კანონს არ აქვს არანაირი ძალა! დღეს, მე და ჩემი შვილი ბიძინა ივანიშვილის და რუსული ოცნების წყალობით ვეღარ ვცხოვრობთ ამ ბინაში, მაგრამ აუცილებლად დადგება დღე, როცა ისევ ჩემს შვილთან ერთად გავიღვიძებ ამ სახლში და კვირის ბოლოს ისევ ერთად წავალთ მამას და დედას სანახავად ვარაზის ქუჩაზე, როგორც ადრე! ვისაც ამ უსამართლობაში და ჩვენს პოლიტიკურ დევნაში მცირე წვლილი მაინც მიგიძღვით და გიხარიათ, მეცოდებით ნაძირლებო, ღმერთი პასუხს გაგებინებთ !” – წერს ნინი გოგაშვილი.
კომენტარები