მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,როცა მთელი ერი ერთიანია იმ სიხარულით, რომელიც ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მოგვიტანა და როცა მერამდენედ დადასტურდა, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლა ყველას გვაერთიანებს – სპორტში თუ სახელმწიფოებრივად, – ივანიშვილმა მორიგ ჯერზე გახლეჩაზე და საქართველოს დასუსტებაზე დადო ფსონი – საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების ხარჯზე!
ვინ იბოღმება საქართველოს ევროპისკენ სვლის გამო? – რუსეთი!
ვინ გვიშხამებს ევროპისკენ სვლის სიხარულს? ვინ გვიშხამებს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით მოგვრილ ბედნიერებასა და ამაღლებულ განწყობას? – რუსეთი და ივანიშვილის “ქართული კოშმარი”!..
სად მიიღეს “უცხოელი აგენტების კანონი”? – პუტინის რუსეთში… და ახლა ისევ აქ ცდილობენ ამას…
ყირგიზეთში გუშინ მოაწერეს ხელი იქაური “რუსული კანონის” მიღებას! სეპარატისტულ აფხაზეთში დღე-დღეზე მიიღებენ იგივეს! ღმერთმანი, კარგ “კამპანიაში” ვართ – რუსულ-ყირგიზულ-ინალ არძინბასეულ კომპოტში!
ხომ დაგისტვინეს თამაშის მერე ახალგაზრდებმა? ხალხში არ გამოგესვლებათ… ივანიშვილი მარტო პანაშვიდებზე რომ ბედავს სიარულს, რადგან იცის, მიცვალებული ვერაფერს დააკლებს… მაგრამ ცოცხალთა პასუხს ამჯერადაც მიიღებთ – საქართველოს ვერც ერთ ჯერზე ვერ აქცევთ რუსეთად!”
კომენტარები