თამო კეშელავა
„ალიას” ესაუბრება უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს და ვინაობის გამჟღავნება, გასაგებ მიზეზთა გამო, არ სურს.
რაც შეეხება ბიძინას – მან ზუსტად იცის, რომ მიშა ისევ თავის თავზე აიღებს ბოლო ნაბიჯებს, როგორც 2003 წელს. იგი ამისთვის მზადაა, მეტიც, მგონია, პირდაპირ ჩაერთვება პროცესში. ახლა ოპოზიციაში განხეთქილებაა, ნიკა მელია ვერ აღმოჩნდა ის პირი, რომელიც პირველი იქნება, პარტიაში არ ჩანს ფულიც, რატომ? აღარ აქვს ხაზარაძეს ფული, გაუთავდა? თუ არ სურს ისეთი ნაბიჯების დაფინანსება, რომელიც მისთვის, როგორც ბიზნესმენისთვის არ იქნება მომგებიანი? არავის დაავიწყდეს, რომ მიშას 2003 წელს იმ სამიდან (სააკაშვილი, ბურჯანაძე, ჟვანია) ყველაზე ნაკლები ფული ჰქონდა, მეტიც, საერთოდ არ ჰქონდა ფული, მაგრამ მაინც გააკეთა ის, რაც გააკეთა და მერე დააფინანსა იგი და მისი ხელისუფლება ამერიკამაც და ევროპამაც. ყველაფერი რომ დასრულდა, მერეღა მოიკითხა ჟვანიამ, აბა, მეო? მაგრამ მიშას უკვე დალეული ჰქონდა ის ჩაი… ბიძინა თავის გამოსავალს ძალიან მარტივად იპოვის, ის ისე ბუფერულად შეცვლის ხელისუფლებას, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს სააკაშვილის გუნდი და არა – სააკაშვილი, ახლა ესაა, რისი პირობაც მიშასგან ბიძინას უნდა.
ოპოზიციის ნაწილი ახლაც მზადაა გამოეყოს ნიკა მელიას და დამოუკიდებლად იმოქმედოს, მაგრამ ამისთვის მათ ორი რამ სჭირდებათ, ფული და სააკაშვილის თანხმობა, სააკაშვილი ჯერ არც ერთს აძლევს და არც მეორეს.
მაინც საიდან უნდა მოიტანოს სააკაშვილმა ფული? – ძალიან უცნაურ რამეს გეტყვით ახლა, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, რომ მიშა სწორედ ბიძინას ფულით მოვიდეს. ბიძინა ისეა დავალებული მიშასგან არაერთხელ და განსაკუთრებით ბადრი პატარკაციშვილის საქმით (და ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი), რომ მან კიდევ არაერთხელაც რომ დააფინანსოს მიშა, გასაკვირი სულაც არ იქნება.
მით უფრო, ყველამ ნახა, როგორ მოექცა მიშა შევარდნაძეს, დააბრძანა კრწანისში, რა შეუშლის ხელს, რომ ბიძინა დააბრძანოს აბასთუმანში და არ შეეხოს? იტყვის, აი, ჩემი ტოლენატობის კიდე ერთი გამოვლინებაა ესაო და ტაშს დაუკრავენ. შერიგდებიან მიშა და ბიძინა და და ეგ იქნება. გასარკვევი დარჩება, ვინ დაიჭირონ „ოცნების“ გუნდიდან და ვინ – არა. ვის მოატანინონ წაღებული ფული უკან და რამდენი? ბიძინა თავის მილიონებს რომ ითვლის და სასამართლოში აქვს საქმე, რამდენი მოიპარეს მისმა ქვეშევრდომებმა საქართველოს ბიუჯეტიდან, გგონიათ არ აქვს დათვლილი? დათვლილიც აქვს და შენახულიც აქვს ეს ინფორმაცია. როგორ გგონიათ, ე.წ. ჟურნალისტური გამოძიებები რომ ქვეყნდება და ლამის გრიფით საიდუმლო დოკუმენტები გამოდის გარეთ, ეს ჟურნალისტები ფანტომასები კი არ არიან, ეს დოკუმენტები გამოდის იქედან, სადაც ინახება და გამოაქვს იმას, ვინც ინახავს. ასევეა ყველა დოკუმენტი მოპარულ ბიუჯეტზე, სახელმწიფოს ხარჯით ნაშოვნ მილიონებზე – ყველა, ვის ქონებაზეც ახლა გამოქვეყნდება მასალები – პირდაპირი გაგებით, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.
ახლა ბიძინა და მიშა ერთად გადაწყვეტენ, ვინ გაუშვან სახლში ცალი კალოშით, ვის გაატანონ ორივე კალოში და ვინ დატოვონ კოალიციასთან ერთად. ასე რომ, ფული იქნება მიშასთვის, ბიძინა გადაიხდის ამ ფულს.
კომენტარები