“ქართული ოცნება” სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და ტექსტს:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.
მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
გთავაზობთ ნაწყვეტეს ივანიშვილის 2019 წლის ნოემბრის ინტერვიუდან:
- „ნაცების მიერ მართული ხალხი მართავს ამერიკელების მიერ დაფინანსებულ ენჯეოებს… სამწუხარო რეალობაა და იგივე ხდება NDI და IRI-ის კვლევებში“;
- „ამ ფონზე ამერიკის სახელმწიფოს საპირისპიროს აკეთებს ეს ენჯეოები ან მსგავსი კვლევები…“;
- „საზოგადოებას უკვე ეზიზღება… საზოგადოებას აგრესია აქვს უკვე ამ ტიპის NGO-ებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ცრუობენ და პირდაპირ სატელიტები არიან „ნაციონალური მოძრაობის“;
- „ენჯეოებიც ამათთან პარალელში მიდიან და შემთხვევით არა აქვს აგრესია ხალხს მათზე“
კომენტარები