საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა, გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსთან“, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ 12 ქართველის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სანქცირების სიაში შეყვანაზე საუბრისას, თქვა:
„რადგან უკრაინელებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ადამიანები ხელს უშლიან უკრაინის ინტერესებს და ხელს უწყობენ რუსეთის ინტერესებს, მე უბრალოდ არ მაქვს არანაირი მიზეზი ვიფიქრო, რომ მათ რამე სხვა ინტერესი აქვთ. ხალხი ომშია, ვის ცალია ხიდაშელისთვის ან თუნდაც უჩა მამაცაშვილისთვის.
არ ვიცი უკრაინული მხარე აჭარბებს თუ არ აჭარბებს, მაგრამ მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. თუ ვინმე ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს, ეს არის ივანიშვილი და მისი გარემოცვა და საქართველოს ხელისუფლება. შესაბამისად, რა გასაკვირია? ის, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და რუსეთთან კავშირშია და ის, რომ ის რუსი ბიზნესმენია ამას ჩემი მტკიცება რად უნდა?
თუ საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს ადამიანები არ იმსახურებენ და არაფერ შუაშია არ არიან, ამ ხალხს რუსეთთან საერთოდ კავშირი არ აქვთ, არც რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობენ, მაშინ უნდა წარადგინოს ამის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთები და მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინული მხარე ბოდიშს მოიხდის“
კომენტარები