პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, გუშინ გავრცელებულ ჩანაწერზე (ევტუშენკოვი და ივანიშვილი) და ევტუშენკოვის დღევანდელ კომენტარზე საუბრისას, ტელეკომპანია “ფორმულასთან”, ამბობს:
“ბიძინა ივანიშვილზეც ვერაფერს ვიტყვით, ის თუ ვიღაცას ელაპარაკებოდა, შეიძლება მორალური განკიცხვა მოვუწყოთ, მაგრამ ფორმალურად, ის ხომ არაფერზეა პასუხისმგებელი? კი, ის მართავს ქვეყანას, მაგრამ პასუხისმგებლობას სამართლებრივად ვერ მოვთხოვთ, სანამ, როგორც ბიზნესმენი, კანონს არ დაარღვევს და კანონი დაირღვა, თუა რა, ეს არ ვიცით. ღარიბაშვილმა კეთილი ინებოს და თავისი ძალიან ვიწრო, მაგრამ მაინც კომპეტენციის საკითხში, რაღაცა გვითხრას.
ევტუშენკოვი არის სანქციების ქვეშ… იმის საუბარი, რომ რეპრესირებულია… თუ რამე საბჭო არსებობს “ფეესბეს”, ყველა საბჭოს წევრია… მის რეპრესირებულობაზე ლაპარაკი არასერიოზულია. ბიძინა ივანიშვილი ფრთხილობს და სწორად ფრთხილობს, ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი, შეიძლება მისი კეთილდღეობისთვის რთულად დასრულდეს. რად უნდა ზედმეტი კომუნიკაცია, როცა შეუძლია ღარიბაშვილს შავი სამუშაო შეასრულებინოს და მერე ხელი შეახოცოს? ევტუშენკოსთან და მის წარმომადგენლებთან შეხვედრები არ უნდა, მაგრამ მეორეს მხრივ, მას აქვს ევტუშენკოსთან ვალდებულებები და როდესაც, ევტუშენკოვმა უთხრა, მაინც შემხვდიო, უარი ვერ უთხრა და კარგი შეგხვდებიო. თუმცა, შეხვდა, არ შეხვდა, რაზე ელაპარაკა, ეს არ ვიცი და ამაზე ვერაფერს ვიტყვი.”
კომენტარები