ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
“ფიფააალ! მეორედ ხომ მოვიდა, მესამედაც მოვაო დეკემბერში, ძალიან, ძალიან სანდო ადამიანმა მითხრა.
არა და მე ჩემი სიზმრის ძალიან მჯერა
მოკლედ დეკემბერში თუ მესამე მოსვლა მოხდა, სიზმრების ნახვას გადავეჩვევი
დილის ექსკლუზივი და მშვიდობიანი დღე თქვენ!”
კომენტარებში წერენ:
“რაიმე კრიზისი აქვს ხელისუფლებას რომ მოვიდეს?”
“ანუ რომ მოვა ხომ აღარ იქნება ოლიგარქი, ჩანაფიქრი ეგაა ეტყობა”
“ეუჰ. ე.ი. თლათ კაათ (ჭორვილურად) ვერ ჰქონია ბატონს საქმენი”
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად უკვე ორჯერ იყო ქვეყნის მმართველობის სათავეებთან, პირველად პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყო 2012-2013 წლებში. მოგვიანებით, 2013 წელს, მან განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორში ბრუნდება.
2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წელს, ბიძინა ივანიშვილი ისევ დაბრუნდა პოლიტიკაში, მმართველი გუნდის თავმჯდომარის რანგში და განაცხადა, რომ მის დაბრუნებას 3 მიზეზი ქონდა:
“პირველი მიზეზია – ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ, ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები;
მეორე – ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი.
მესამე – ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები.”
გახდება, თუ არა, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, ან ქართული ოცნების თავმჯდომარე და ამჯერად რა მიზეზებს დაასახელებს? – ეს მალე გამოჩნდება.
კომენტარები