საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
რაც შეეხება ივანიშვილს, არც ვიცი, როგორ აზროვნებს დღეს ივანიშვილი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილიც ისეთივე ტყვეა დღეს პუტინისა, როგორც ბევრი რუსი ოლიგარქი და არის მძიმე მდგომარეობაში, როგორც საქართველოსთან მიმართებაში მისაღებ გადაწყვეტილებაში, ასევე სააკაშვილთან მიმართებაში მისაღებ გადაწყვეტილებაში. გამომდინარე იქედან, როგორ შეცვალა თავისი მოქცევის ლოგიკა კრემლმა ოლიგარქებთან მიმართებაში, რამდენიმე ოლიგარქმა ცოტა ფლირტი გადაწყვიტა, რამდენიმე ოლიგარქმა უცებ გადაწყვიტა, რომ თავი მოეკლა…
არც იმას გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილიც ტყვე იყოს, მაგრამ უნდა გავიაზროთ, რა ვითარებაში ვართ დღეს – ჩვენ დღეს ან ნებით, ან იძულებით გვმართავს ადამიანი, რომლისთვისაც კრემლის და მოსკოვის დღის წესრიგი პრიორიტეტული და გადამწყვეტია. სხვანაიარად ამ სამარცხვინო აქტს, ქვეყნის პრეზიდენტის წამების და მისი სიკვდილამდე მიყვანს, ამ აქტს არ ჩაიდენდა ქართული სახელმწიფო.
გაიხსენეთ, 3–4 წლის წინ, დაიჯერებდით რომ ყოველ დღე ხელისუფლება იქნებოდა დასავლელი პარტნიორების, პოლიტიკოსების, ელჩების, დასავლური პროცესების კრიტიკის პროცესში, შეურაცხყოფის დონეზე? გეგონებოდათ, რომ იქნებოდა ომი უკრაინაში და ქართველი გმირების და მებრძოლების შეურაცხყოფა იქნებოდა საქართველოში? გეგონებოდათ რომ ხელისუფლება იტყოდა, რომ ძნელია პასუხის გაცემა იმაზე, არის, თუ არა რუსეთი საფრთხე და საშიშროება? ხომ გეგონათ, რომ ასე არ იქნებოდა? ხომ გეგონათ, რომ ამაზე დასავლეთის რეაქცია იქნებოდა მკაცრი? – არის? არ არის.
პუტინის წინააღმდეგ სანქციები მანამ არ შემოიღეს, სანამ უკრაინელებმა თავისი სისხლით და პარტიოტიზმით, და უკრაინელების გვერდით ქართველმა პატრიოტებმა, არ დაამტკიცეს, რომ ისინი არიან გამტანები თავიანთი სიმართლის. ყირიმიც ოკუპირებული ჰქონდა, დონბასის და საქართველო ხომ საერთოდ… ბაიდენის პირველი განცხადება იყო ძალიან მძიმე, დონბასში აღარ იქნება ამერიკული ინვესტიციებიო. ეს ყველაფერი შეატრიალეს უკრაინელებმა და ქართველებმა, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან.
რაც შეეხება დასავლეთის, საქართველოსადმი რეაქციის ლოდინს – აი, ამ პატივცემულმა ექსპერტებმა გამახსენონ, რომელ ქვგეყანაში მოხდა სანქციების გამოყენებით დემოკრატიის აშენება? რა გგონიათ, სანქციების მერე ივანიშვილს არ ექნება საჭმლის ფული? საჭმლის ფული არ ექნებათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც კიდევ უფრო მეტად მოუჭერს ყელში ქართული ოცნება. ვისაც ჰგონია საქართველოში დემოკრატია სანქციებით აშენდება, დაელოდოს მაგ “ბედნიერ” დღეებს და დაველოდოთ პარტნიორებს, როდის მოუვათ თავში, რომ რამე სანქციებია განსახორციელებლი ქვეყანაში, სადაც ოპოზიციას რასაც ეუბნებიან, იმას აკეთებს… რასაც ეუბნებიან ელჩები, ტაქტიკაზე ვლაპარაკობ და არა ღირებულება. რა იციან ელჩებმა ქართული პოლიტიკის წარმართვა? არც ერთი ელჩი, არასდროს თავის ქვეყანაში, პოლიტიკურ პროცესში არ ყოფილა. ადამიანს ეკითხები რჩევას იმაზე, რაც არასოდეს უკეთებია.
რა ომი საქართველოში – მოლდოვაში არ არის ომი, რომელიც გვერდით არის და თუ მეორე ფრონტის გახსნაზეა საუბარი, ბევრად უფრო მარტივად შეგიძლია ამ პროცესში მოლდოვის ჩაბმა. უკრაინას არანაირად არ აწყობს საქართველოს ან მოლდოვას ომი, თვითონაც კარგად ახერხებს გადატეხოს რუსული არმია. უკრაინას მეორე ფრონტი კი არ სჭირდება, სჭირდება მეტი დასავლური იარაღი. დასავლეთი რეალურად თავს იკავებს, ბოლომდე არ იციან რა პროცესები მოჰყვება ამას რუსეთში და არა უკრაინაში. დღეს მთავარი კითხვის ნიშანი იქაა, რუსეთში, ისე არ მოხდეს, რომ რუსეთში უკონტროლო პროცესები დაიწყოს.
დღეს ვერანიარად ვერ ვხედავ ივანიშვილის პოლიტიკის სიფრთხილეს, რომელიც ახასიათებს ამ ადამიანს, პოლიტიკოსი ერთადერთი ის არის ამ გუნდში, ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველაფერზე ბალანსზე იდგა, ამ შემთხვევაში, როცა რეალურად, ბალანსი უნდა დაიკავოს და არავის უნდა საქართველოს ომში ჩართვა, ეს მოგონილია, მაგრამ ივანიშვილი, იმის ნაცვლად, რომ ბალანსი დაიკავოს, რადიკალურად ძაბავს პოლიტიკას დასავლეთის წინააღმდეგ. ეს დასავლეთი ხო არაფერს თხოვს რეალურად? რას სთხოვს დასავლეთი? პირიქით, აიღო და ოპოზიცია დაულაგა, შეუყვანა პარლამენტში, რაღაცას განიხილავენ, რომელი ძაღლის ჯიში აკრძალონ, აღშფოთებულები კომენტარებს აკეთებენ, რა პრობლემას უქმნის? ეს ხომ ყველაფერი დასავლეთმა დაულაგა?
მე ამ ვარინატს (რომ ივანიშვილი პუტინის ტყვეა), განვიხილავე იქედან გამომდინარე, რომ უცნაურად, რადიკალურად, არაბალანსისკენ წავიდა ქართული ოცნება. დასავლეთი ქართულ ოცნებას მარტო კომფორტს უქმნიდა, არავინ არაფერს სთხოვდა, არც სააკაშვილის წამების შეწყვეტას სთხოვენ დღეს. პუტნის ნომერ პირველ მტერს წამებით კლავენ და არავინ სთხოვს… როგორ ამბობენ? ყურადღებით აკვირდებიან… რას აკვირდებიან, როგორ კლავენ ქართველები თავის მესამე პრეზიდენტს? ნიკა გვარამია, დღეს ციხეში ზის მანქანის არასწორი მოხმარებისთვის – რას აკეთებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები? ყურადღებით აკვირდებიან. არავითარი პრობლემა არ არის ქართული ოცნებისთვის დასავლეთი, რატომ დაესხა თავს?
პარალელურად ვხედავთ, როგორ შეიცვალა ლოგიკა ოლიგარქებთან ურთიერთობის. მოიძიეთ 24 თებერვლიდან, როგორ რკინის ხელი მოუჭირა პუტინმა ყველა ოლიგარქს – იმიტომ რომ მათ არ გაიხედონ გვერდით.
კითხვას ვსვამ, რა დაუშავა დასავლეთმა ქართულ ოცნებას, რომ შექმნეს პროდასავლური ომი? რა იყო რთული იმაში, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით, დასავლეთის მხარეს მივდიოდით და ვუარჰყოფდით ოკუპანტს.
კომენტარები