„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა:
“ნაძალადევის რაიონში მოვინახულე მრავალშვილიანი ოჯახი. იმ ოთხ შვილიან დედას არ აქვს სახლ-კარი, ამოღებულია ფანჯრები, არ აქვთ გაზი, არც შეშა, არც კომპიუტერი და ვაიფაი.
ეს ოთხი ულამაზესი ბავშვი დარბის ეზოში, სადაც აგრეთვე დარბიან ვირთხები და დასრიალებენ გველები. ეს ყველაფერი კი იმ დროს, როდესაც ქვეყნის მმართველი ოლიგარქი ყოველ დილით პარიზიდან იწერს კრუასანს, რათა კაპუჩინოს მიაყოლოს, რაც დიდი დანაშაულია,“
კომენტარები